ცას შენთვის წყდება ვარსკვლავი
და მე უშენოდ ცრემლი მდის
ვით უტკივარი წამალი.
დღეც ხომ უშენოდ ბინდია
და ყველა ფიქრი ფლიდია,
ოცნება ჩემი დიდია,
მაგრამ ვიცი რომ ჩემია.
მე მთვარე მიყვარს ღამის წყვდიადში,
დანატოვარი მკრთალი შუქისგან,
მე ლანდიც მიყვარს, მთვარის სინათლის
ლანდი რომელიც შენს თავს ედრება,
ჩემთვის ყოველი დანატოვარი,
ბინდი,ოცნება,მთვარე,სინათლე...
იყო ლამაზი ფიქრების ძაფი,
გაუტეხელი ვით რკინის კარი.
მე ის ციმციმა ვარსკვლავიც მიყვარს
დროდადრო შენზე ზღაპარს რომ ყვება,
მე ის დროც მიყვარს,როცა ცის კარზე,
მთვარე ვარსკვლავებს ჯიბეში იდებს,
მაგრამ მოვიწყენ მაშინვე როცა
წყვდიადი ღამის ჰორიზონტს ტოვებს,
როცა მზის სხივისი ცის წვერს ეხება,
როგორც ბავშვის გულს წყენა პატარა.
რადგან მე დღეში ვეღარ ვიხილავ,
მთვარეს,რომელიც შენს ლანდებს მალავს,
ვარსკვლავს რომელიც ახლაც ზღაპარს თხზავს.
ვიძინებ მაშინ,როცა თენდება
დილა ფიქრებში დანათენები,
ვარსკვლავ-მთვარესთან განატარები.
ვიძინებ სიზმრად სასწაულს ვხედავ,
ოცნება ჩემი ხილვად მეწვია,
იგი,რომელსაც ასე ველოდი,
ფიქრად, ოცნებად მე დამწევია.
იღვიძებს გულში რაღაცა განცდა,
განაცადები აქამდე როდის?
მისთვის სიცოცხლეს დავთმობ მე ვფიცავ
უფლის წინაშე ვიჩოქებ ფრთხილად:
"ვფიცავ უფალო,მიყვარდეს იგი,
როგორც აროდეს,არავის არვინ,
ვიყო ერთგული,სანამ ეს სული,
ხორცს არ დატოვებს,საჯიჯგნად ყორნის."
დავდე თუ არა ფიცი ერთგუნდი,
გამომეღვიძა შეშლილს, შებორკილს.
მივხვდი რომ ფიქრი ასე ნანატრი
დარჩა ოცნებად არ უხდენელად.
No comments:
Post a Comment