კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Wednesday, March 30, 2011

აპრილმა...

აპრილმა მითხრა მიყვარხარო,
მაისმა ყვავილი შემოისხა,
ივნისმა გრძნობით სავსემ გამიღიმა,
ივლისმა მარტოობა დაიჩივლა.
აგვისტომ სინანულით გაიხსენა,
სექტემბერს მიწურული ოქტომბერი,
ნოემბერს მოგონება მოაგონდა,
დეკემბრის ღამეებში მოგონილი.
იანვრის სიცივეში შეციებულს,
თებერვალს მარტიღა აიმედებს.
აპრილმა მითხრა მიყვარხარო,
მაისმა ყვავილი შემოისხა.

No comments:

Post a Comment