კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Sunday, March 27, 2011

ქუჩის ხვეულებში

როცა დაგინახე ქუჩის ხვეულებში,
ტანის მდუმარების რხევით შეუხვევდი,
შენი სიჩუმით და შენი ხმაურობით,
მთელი ვნებებით და ნელი აკორდებით.
როგორც მზის ხმაურში მთვარის სონატები,
შენი ბაგეები როგორც ალუბლები,
როგორც გაზაფხულის ნაზი ყვავილები,
როგორც შემოდგომის მწიფე მტევნები და
როგორც ცივი ზამთრის თბილი ღამეები.
ისე მომწყურდები,ისე მომინდები,
ვეღარ მოვითმენ და ფიქრად გესტუმრები,
შენი მდუმარებით ისევ გამაოცებ,
მერე ვით ვაზის რტო წელზე მოგეხვევი.
ტანში ჟრუანტელი ჩუმად მეპარება,
შენი ცივი სითბო სადღაც იპარება,
თვალზე ცრემლი ცივი თბილად ინამება,
ჩემი სიყვარული სხვასთან იპარება.

No comments:

Post a Comment