თბილი ღამეები შენს თავს მახსენებენ,
სხვები ლაპარაკთ მე თავს მაბეზრებენ.
როგორც ეს მარტია ძლიერ ცვალებადი,
ისე მე ვიცვლები როგორც დიდი ბახი.
ისე გადავუფრენ მე შენს მონატრებას,
როგორც დიდი მწერლის ტატოს მოლანდებას,
ისე გაკოცებ და ისე მოგეხვევი,
როგორც პირველ ქმნილს და მერვე საოცრებას.
ვიცი ნაგვიანევს თვითონ მესტუმრები,
სიტყვებს ნაიარევს ქარში ანიავებ.
თუკი გაზაფხული მოსვლას ინებებსო
და ნაზი ია გაშლით იფეთქებსო,
ვეჭვობ დაგეწევი დაღლილს,დაქანცულს,
ლოდინით,მარტოობის სევდით არნახულს,
მერე მოგეხვევი როგორც არასადროს,
გეტყვი გაზაფხული ჩვენით ამაყობს.
No comments:
Post a Comment